მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში კვორუმი არ არის. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ეყრება თუ არა დღეს...

პარლამენტში კვორუმი არ არის. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ეყრება თუ არა დღეს კენჭი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს

Published on

პარლამენტის პლენარული სხდომა  13.00 საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ  კვორუმის პრობლემის გამო ჯერაც არ დაწყებულა –  ჯერ მხოლოდ  14 დეპუტატია მისული.
შესაბამისად ეჭვქვეშ დგება  ეყრება თუ არა კენჭი პრეზიდენტის მიერ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს  – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს, რაც სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული,
საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის, როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის, კანონიერი მოვალეობაა ბრძანდებოდნენ აქ – განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელიც   ქუთაისში, იმყოფება.
დღეს იგი  პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან ერთად მივიდა 
„როგორც კანონი მოითხოვს, ჩვენ უკვე მეექვსედ გამოვცხადდით პარლამენტში იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.  პატრლამენტის წევრების  ვალდებულებაა შეავსონ ის სამი ვაკანსია, რომელიც აგერ უკვე ექვსი თვეა საქართველოს უზენაეს სასამართლოშია.  ამის გამო  პირდაპირ ზარალდება ის ხალხი, ვისაც სარჩელი აქვს უზენაეს სასამართლოში,“ – განაცხადა ანა დოლიძემ

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...