მთავარისიახლეებიმსოფლიობომბი ვერ იპოვეს. პულკოვოს აეროპორტმა მგზავრთა მომსახურება განაახლა

ბომბი ვერ იპოვეს. პულკოვოს აეროპორტმა მგზავრთა მომსახურება განაახლა

Published on

რუსეთის  მედიის ცნობით, პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა და მგზავრთა მომსახურება  ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. 
პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე საათის წინ აეროპორტის მოსაცდელიდან  მგზავრების ნაწილი და აეროპორტის პერსონალი გაიყვანეს, მათი განცხადებით ეს  გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს, და თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ  შემოვიდა  ანონიმური შეტყობინება  აეროპორტის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. 
მგზავრების ევაკუაციის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტები  რამდენიმე საათს ახორციელებდნენ  საძიებო სამუშაოებს  აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა არსად აღმოჩნდა. გარეპერიმეტრზე   ამ დრომდე რჩება  გაძლიერებული დაცვა.
, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მთავარ აეროპორტებში  განგაში ცხადდება. წლინახევრის წინათ  ასევე ანონიმური შეტყობინების გამო განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია პულკოვოსა და ვნუკოვის აეროპორტებიდან 
 
 

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...