მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიციამ ბათუმელ ახალგაზრდას ჯერ იარაღი ჩაუდო, ხოლო შემდეგ...

ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიციამ ბათუმელ ახალგაზრდას ჯერ იარაღი ჩაუდო, ხოლო შემდეგ სასტიკად სცემა

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო გვიან ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
შენობაში შესვლას ახალგაზრდა სპორტსმენის, მინდია ოჯახიშვილის ახლობლები ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
ბათუმში მიმდინარე რეიდების დროს  სამართლდამცველებმა ბათუმში იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააკავეს, 27 წლის მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილი.  დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
 მოგვიანებითდაკავებული საკნიდან   საავადმყოფოში გადაიყვანეს,იმ მოტივით რომ თავი ასტკივდა. 
ახლობლების ვარაუდით  კი იგი  ნაცემია და სწორედ ამიტომ ცდილობდნენ წუხელ საავადმყოფოში შესვლას და   და ექიმებთან გასაუბრებას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ  არ მისცა. 
"იარაღი ჩაუდეს, "კაპეზემ" არ მიიღო, ისეთი ნაცემია, და რეფერალურში გადაიყვანეს"- ამბობს  დაკავებულის დედა.
შს სამინისტრო მინდია ოჯახიშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

ოჯახიშვილის ადვოკატის დავით ჯაფარიძის  განცხადებით  მისი დაცვის ქვეშ მყოფს  დაკავებისას სცემეს და იარაღი  ჩაუდეს.
„გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემდნენ ხელებითა და ფეხებით. დედაქალაქიდან მოვლენილი ხელმძღვანელი პოლიციელები ცდილობდნენ, ჩაედოთ მისთვის იარაღი, საბოლოოდ, მოერივნენ ფიზიკურად მინდია ოჯახიშვილს და შარვალში ჩაუდეს პისტოლეტი. ეუბნებოდნენ, რომ წასულიყო აქედან, თორემ დაიჭერდნენ. ვარაუდობდა, რომ პოლიცია ჩაუდებდა იარაღს, მსგავსი ინფორმაციები ჰქონდა, მაგრამ იგი არ აპირებდა დამალვას“, – განაცხადა ადვოკატმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს განამარტებით გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაზე მიმდინარეობს.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...