„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ის ქალაქ ზუგდიდში, საჯვაროს უბნის, ლაზის და მესხიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ლაზის ქუჩაზე დეპუტატობის კანდიდატს ხალხმრავალი შეხვედრა მოუწყვეს. ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები გააცნო, ასევე ესაუბრა ქალაქ ზუგდიდის განითარების მისეულ ხედვებზე. „ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ გაკეთდეს და რასაც აუცილებლად განვახორციელებ – ზუგდიდში უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც ახალბედა მეწარმეებს და ადგილობრივებს დაეხმარება კონკრეტული ბიზნესიდეა საქმედ აქციონ. ასევე უმნიშვნელოვანესია რეგიონში ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება. ზუგდიდს აქვს ამის პოტენციალი და ამ იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და ღვთისმშობლის კვართს. ამიტომაც ვაპირებ მივმართო იუნესკოს დადიანების სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს და ღვთისმშობლის კვართს მიენიჭოს მსოფლიო მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი, ზუგდიდი აუცილებლად უნდა გახდეს ტურისტული ჰაბი! ამასთან, თითოეული დაპირება რასაც ჩვენ გავცემთ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუნდაც 300 ლარიანი პენსია, საარსებო მინიმუმი, რომელიც უნდა განისაზღვროს 250 ლარით, მინიმალური ხელფასი 500 ლარი და რაც ყველაზე მთავარია და რომელიც ყველაზე მეტი სიმწვავით დგას თითქმის თითოეული აქ მყოფის ოჯახში – ეს საბანკო სესხებია. „თავისუფალი დემოკრატებს“ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ არ უნდა დაიბეგოს ბანკის პროცენტი და თქვენ ამით დაზოგავთ 1200 ლარს. ეს ჩვენი პარტიის მთავარი შეთავაზებაა ამომრჩევლის მიმართ“ – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.შეხვედრების მიმდინარეობისას დეპუტატობის კანდიდატმა ადგილზე მოისმინა ადგილობრივების პრობლემების შესახებ და მათ კითხვებსაც უპასუხა.
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...