მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის თქმით 8 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი

პრეზიდენტის თქმით 8 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი

Published on

2016 წლის არჩევნებზე ჩვენ უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა. 
ახლა ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევანის წინაპირობა. ასევე პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინი საუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...