მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლება უფრო ავტორიტარული ხდება - უცხოეთის გავლენიანი პოლიტიკოსები 20 ივნისის აქციის...

საქართველოს ხელისუფლება უფრო ავტორიტარული ხდება – უცხოეთის გავლენიანი პოლიტიკოსები 20 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურებიან

Published on

შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. – ამბობს კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ამერიკის ხმასთან პარლამენტის წინ გამართული აქციის დარბევაზე საუბრისას.  – ეს პასუხი უარესი იყო ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტო აქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.

შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს… ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდნენ. ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება მათი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატონ.

ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ, და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ.

დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება… რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან პარლამნტის წინ მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა: ,, ეჭვი მაქვს, რომ ეს პროტესტი უფრო მეტზე იყო, ვიდრე იმ ფაქტზე, რომ აგრესიული მთავრობის წარმომადგენელი საუბრობდა საქართველოს პარლამენტში. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხდება უფრო ავტორიტარული, ვხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რას შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა. ნათელია, რომ მთავრობა ზედმეტად ერევა, მათ ზედმეტი ჩარევა უნდა შეწყვიტონ და საშუალება მისცენ იყოს მეტი თავისუფლება და არ მოახდინოს ხალხის პროვოცირება მკაცრი ზომებით.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...