მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის სამწუხარო, მაგრამ სამართლიანი გამოვლინება პროტესტის."- ლაშა გვასალია ჯიხაშკარის ინციდენტზე

“ეს არის სამწუხარო, მაგრამ სამართლიანი გამოვლინება პროტესტის.”- ლაშა გვასალია ჯიხაშკარის ინციდენტზე

Published on

„მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, „ქართული ოცნების“ უმთავრესი მიღწევა არის კონფრონტაციის დამარცხება, მაგრამ რომ გითხრათ, არ მოველოდი იმას, რაც იქ მოხდა-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ძალიან ბევრი უკმაყოფილოა, სასტიკ წინააღმდეგობას გამოთქვამს, ჩვენ ვამშვიდებთ, ვეუბნებით, რომ დამშვიდნენ. ამ ხალხს აქვს პროტესტის გრძნობა, იმიტომ  რომ 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურეს ნაციონალებმა სამეგრელოში.ჩემი აზრით, ეს არის სამწუხარო, მაგრამ სამართლიანი გამოვლინება პროტესტის. მე როგორც მითხრეს, იქ  ჩვენი პარტიის წევრები არ ყოფილან, მხარდამჭერები იქნებიან ალბათ, მე ვიცი, რომ ორი  არის ჩვენი მხარდამჭერი.თუ ადამიანი ქართული ოცნების მხარდამჭერია, იმას გამოხატვის უფლება არ უნდა ქონდეს? ზუსტად ამ ფორმით, და მე როგორც ვიცი, იქ ძალადობა არ ყოფილა, არავის არ ქონია ჯოხები, ქვებს არავინ ისროდა. უბრალოდ ამ ადამიანებმა პროტესტი გამოხატეს ამ ფორმით“- განუცხადა "ოდიშინიუსს"  „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ ჯიხაშკარის ინციდენტის შეფასებისას

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...