სოფელ ჯიხაშკარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე პირი ხმაურითა და სტვენით შემოვიდა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, უცნობი პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც, ხელით ეხებოდნენ კამერებს და მიკროფონებს და გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და უცნობ პირებს შორის დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივებმა სოფლის ცენტრიდან გააძევეს პროვოკაციის მომწყობი მამაკაცები. ჯიხაშკარელები ამბობენ, რომ ესენი ადგილობრივები არ არიან და მათ უნდოდათ შეხვედრის ჩაშლა და კორცხელის ინციდენტის გამეორება.
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...