მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-მა მუხიანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა

ენმ-მა მუხიანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა

Published on

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა მუხიანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინეს.მათ ადგილობრივ მოსახლეობას ის გეგმა გააცნეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას გულისხმობს. სერგო რატიანი მუხიანელებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაჰპირდა, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია.„ტყუილების, უნიათობის, უკუსვლის, განუკითხაობის პერიოდი ქვეყანაში უდნა დასრულდეს და მხარი უნდა დავუჭიროთ იმ გუნდს, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ პენსიონერს ჰქონდეს ნორმალური პენსია, რომ ჩვენს ქვეყანაში განახლდეს ის საქმიანობა, მათ შორის ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან,“- განაცხადა გია ბარამიძემ.
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...