მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირს აღარ შესწევს უნარი მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები

ევროკავშირს აღარ შესწევს უნარი მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები

Published on

ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჩინეთში „დიდი ოციანის“ ფარგლებში გააკეთა. 
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ტვირთვის ევროპასთან ერთად განაწილებისკენ მოუწოდა. „მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. 
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ ევროპას არ ეხება და საუბარი მხოლოდ სირიელ თავშესაფრის მაძიებლებზე არ არის. „ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ, ამ მოვლენას ადგილი აქაც და აზიაშიც აქვს“, – განაცხადა ტუსკმა. 
მან საერთაშორისო საზოგადოებას იმ სირთულეებთან გამკლავება სთხოვა, რომლებიც უკონტროლო მიგრაციას იწვევს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...