მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი ერდოღანს: ,,თუ დაზვერვის უფროსი თან გახლავთ, სათქმელიც აღარაფერი მაქვს, მან ალბათ...

პუტინი ერდოღანს: ,,თუ დაზვერვის უფროსი თან გახლავთ, სათქმელიც აღარაფერი მაქვს, მან ალბათ უკვე ყველაფერი მოგახსენათ”

Published on

 ჩინეთში,  ქალაქ ჰანჩჟოუში დიდი ოცეულის სამიტზე ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთი  პირისპირ მოლაპარაკება გამართეს. ეს უკვე მეორედ ხდება  ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
 უცხოური მედიის ცნობით,  რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სრულად აღდგენის საკითხები განიხილეს, თურქეთის ლიდერმა რუს კოლეგას ქვეყნის მიმართულებით ჩარტერული რეისების განახლების გამო მადლობაც გადაუხადა, ვლადიმერ პუტინმა კი დადებითად შეაფასა თურქეთში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება .
მედია აღნიშნავს, რომ  პუტინი ხუმრობის ხასიათზეა  და თავს გაცილებით ლაღად გრძნობს, ვიდრე პირველ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, მან უჩუმრად გადაყლაპა მწარე აბი, რომელიც ერდოღანმა პირისპირ მოლაპარაკებაზე დემონსტრატიული დაგვიანების სახით მიართვა.
პუტინის ხუმრობა ეხებოდა თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელს ჰაკან ფიდანს, რომელიც ერდოღანთან ერთად არის ჩასული ჩინეთში.  
,,თუ დაზვერვის უფროსი თან გახლავთ, სათქმელიც აღარაფერია, მან ალბათ უკვე ყველაფერი მოგახსენათ'' – იხუმრა პუტინმა, როცა ერდოღანმა მას თურქეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ჰაკან ფიდანიც წარუდგინა. 

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...