მთავარისიახლეებიმსოფლიოტერეზა მეი: ,,მძიმე პერიოდი გველის, მაგრამ ბრიტანელები შეძლებენ განსაზღვრონ ლონდონის ახალი როლი...

ტერეზა მეი: ,,მძიმე პერიოდი გველის, მაგრამ ბრიტანელები შეძლებენ განსაზღვრონ ლონდონის ახალი როლი მსოფლიო პოლიტიკაში”

Published on

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საკითხზე გამორიცხულია – ,,ბრიტანეთი არ დაბრუნდება ევროკავშირში უკანა  შესასვლელიდან, ბრიტანელები შეძლებენ განსაზღვრონ ლონდონის ახალი როლი მსოფლიო პოლიტიკაში'' – განაცხადა მან მინისტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა.   
,,ჩვენს ეკონომიკაზე ახლა ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ხელთა გვაქვს  ციფრები, რომელიც მოწმობს, რომ მისი რეაქცია იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე მოველოდით რეფერენდუმის შემდეგ , თუმცა  ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მძიმე  პერიოდი ელის –  ბრექსითის გამო ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, ამიტომ ქვეყანა პროცესს მომზადებული უნდა შეხვდეს. ამიტომ ოფიციალური ლონდონი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2017 წლამდე არ დაიწყებს''  – აღნიშნა  ტერეზა მეიმ ა ტელეკომპანია BBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში .
პარალელურად, ლონდონში, ბრექსიტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი საკანონმდებლო ორგანოსგან, რომელმაც მუშაობა ორ დღეში უნდა განაახლოს, პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....