მთავარისიახლეებიმსოფლიოპრეზიდენტ ქარიმოვის გარდაცვალება ოფიციალურად არის დადასტურებული. ვინ ჩაანაცვლებს მას?

პრეზიდენტ ქარიმოვის გარდაცვალება ოფიციალურად არის დადასტურებული. ვინ ჩაანაცვლებს მას?

Published on

უზბეკეთის  ხელისუფლებამ გუშინ, გვიან საღამოს გაავრცელა ოფიციალური პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 
ქარიმოვის ცხედარი უკვე გადაასვენეს ტაშკენტიდან მშობლიურ ქალაქ სამარყანდში, სადაც დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. სამგლოვიარო კორტეჟს ტაშკენტის ქუჩებში ადგილობრივები ყვავილებით ხელში მიაცილებდნენ.
.უზბეკეთში ისლამ კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიალისთვის  ემზადებიან. უკვე  ცნობილია, რომ მასზე დასასწრებად  რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია ჩავა.   
დამკრძალავ კომისიას სათავეში ჩაუდგება პრემიერი შავქეთ მირზიაევი, რომელიც ექსპერტების მიერ დიდი ხანია ქარიმოვის შესაძლო შემცვლელად სახელდებოდა.
 
პრემიერი მერზიაევი 59 წლისაა, წარმოშობით ჯიზაქის ოლქიდან. ადრე იგი ჯიზაქისა და სამარყანდის ოლქების გუბერნატორი იყო, 2003წლიდან კი მთავრობის მეთაურია. პოლიტიკური ექპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევაში მირზიაევი დახასიათებულია როგორც ზომიერი პოლიტიკოსი  და ქარიმოვის მიმართ ლოიალური ადამიანი. ეს პლიუსია მისი ქარიმოვის ადგილმონაცვლედ  დანიშვნისათვის, რადაგან   იგი დიდი ალბათობით გააგრძელებს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკას და დაიცავს შეთანხმებას  მის ოჯახთან , მაგრამ ამავე დროს ეს მინუსიც არის, რადგან თუ მისი დანიშვნის ოპერაციაში რაღაც ისე არ წავიდა, ხელისუფლებისათვის კლანებს შორის მიმდინარე ფარული ბრძოლა შეიძლება ღია დაპირიპირებაში გადაიზარდოს – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.     
 
ეს უკანასკნელი ხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ ვრცელდებიდა ბოლო დღეებსი სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ქარიმოვის მდგომარეობასთან დაკავშირებით – გარდაცვალება. გარდაცვალების უარყოფა. კლინიკური სიკვდილი. ინსულტი განკურნების პერსპექტივით.
როგორც ჩანს, ამით დროის იგებდნენ  ქარიმოვის მემკვიდრედ მირზიაევის დასახელების მოწინააღმდეგეთა გასანეიტრალებლად.  მართალია მირზიაევი მემკვიდრედ ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ის, რომ დამკრძალავ კომისიას სწორედ იგი  ჩაუდგა სათავეში, საბჭოთა ტრადიციისამებრ  სწორედ ამ მოლოდინს ბადებს.
 

 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...