მთავარისიახლეებიკონფლიქტებისეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ერთ სუფრაზე სერჟ სარგისიანთან

სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ერთ სუფრაზე სერჟ სარგისიანთან

Published on

სეპარატისტულ;ი აფხაზეთის დელეგაცია ერთ სუფრაზე სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგისიანთან.  ყარაბაღში აფხაზეთის დელეგაციის პერმანენტული ვიზიტების შემდეგ, რაც წლებია გრძელდება,  ამ ფაქტში უკვე არაფერი იქნებოდა უჩვეულო და გასაკვირი, რომ არა ფოტოები, რომელზედაც აფხაზეთის დელეგაციის წევრები     სერჟ სარგისიანთან ერთად არიან დაფიქსირებული. ფოტოები  სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან თანიამ  გაავრცელა.  ფოტოებს თან ერთვის კან თანიას კომენტარი: ,, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის  საზეიმო მიღება რესპუბლიკის შექმნის 25 წლისთავთან დაკავშირებით. ფოტოზე აფხაზეთის დელეგაცია მიესალმება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგისიანს და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაქო სააკიანს''.  
კან ტანიას ინფორმაცია ინტერნეტში დღეს დილის 7 საათზე განთავსდა. 
საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტზე კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია  
 
სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია  ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას ხელმძღვანელობით მეორე დღეა მთიან ყარაბაღში იმყოფება.
იგი მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სეპარატსტული ხელისუფლების მიწვევითაა ჩასული.  
 აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებ-ვერდზე გავრცელებული  ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის დელეგაცია ყარაბაღში 4 სექტემბრამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს გეგმავს. აფხაზეთის მედიის ცნობით,  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად  აფხაზეთის ე.წ. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეხვედრებში, იგი უკვე შეხვდა  „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც.
 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...