მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თუ ვინმე ჩემგან სეირს და სკანდალს ელოდება, მინდა გავუცრუო იმედები“- გურგენ...

„თუ ვინმე ჩემგან სეირს და სკანდალს ელოდება, მინდა გავუცრუო იმედები“- გურგენ სართანია „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გურგენ სართანიამ ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ დატოვა მან „ქართული ოცნება“. სართანია ამჯერად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.„თუ ვინმე ჩემგან ელოდება სეირს და სკანდალს, მინდა იმედები გავუცრუო, ეს არ მოხდება, მე დავტოვე ქართული ოცნება იმიტომ, რომ ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი იყო საჭირო. მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს  უკმაყოფილებას და ეს ჩანდა შიგნით. მე არ ვემხრობოდი იმას, რომ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ყოფილი ნაციონალები.ბოლო წვეთი იყო კორცხელის ინციდენტი. მქონდა იმედი, რომ ცენტრალური ოფისი მაინც მიიღებდა  ადეკვატურ გადაწყვეტილებას და დაისჯებოდნენ ამის ჩამდენები, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ამან კი ივანიშვილის რეიტინგი საგრძნობლად დასწია დაბლა.“- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გურგენ სართანიამ.სართანიამ დაადასტურა, რომ ის ოფიციალურად გადავიდა „პატრიოტთა ალიანსში“ და დაადასტურა ისიც, რომ იქნება გამგებლობის კანდიდატი. „ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს ჯანსაღად. ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ხალხის ბედი აწუხებთ, მე მჯერა, რომ ეს პარტია არასოდეს იქნება კოჰაბიტაციაში ნაციონალებთან..ჩემთვის საამაყოა ის პერიოდი, როდესაც ვიდექი „ქართული ოცნების“ გვერდით- განაცხადა გურგენ სართანიამ. 
 

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...