მთავარისიახლეებისაზოგადოება"როგორც ჩანს ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ"-გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

“როგორც ჩანს ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ”-გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

Published on

გია მაისაშვილი ფეისბუკის გვერდზე სასიამოვნო ამბავს აქვეყნებს:
 
„ჩემო მეგობრებო – მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჰიუსტონში ჩამოსვლიდან სულ რამოდენიმე დღეში, სიმსივნემ გამოიწვია ტვინის ძლიერი შეშუპება რამაც სავაადმყოფოში აღმომაჩინა ერთი კვირა. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და MDAnderson-ის ექიმებმა სასწრაფოდ გადამიყვანეს სულ ახალი მკურნალობის კურსზე. ერთი თვის თავზე, გუშინ 30 აგვისტოს, გადავიღეთ ტომოგრაფია. შედეგი ძალიან პოზიტიურია ორი მიმართულებითერთი: ერთი, რომ შეშუპება, რამაც საავადმყოფოშიაღმომაჩინა გონება დაკარგული, თითქმის მთლად ჩამცხრალია და მეორე, თავად სიმსივნეც,ზომაში შემცირებულიაასე რომ, ამ ეტაპზე ახალი მკურნალობა მუშაობს! და იმედით აღსავსე ვარ რომ შემდეგი სურათი კიდევ უფრო დიდ პროგრესს გვანახებს. ეს სიმსივნე ბოლომდე უნდა გავაქროთ! არ შემეძლო, რომ ასეთი სასიხარულო ამბავი თქვენთვის არ გამეზიარებინა. თუმცა ნაადრევი ზეიმი უადგილოა ჯერ ჯერობით რადგან სიტუაცია შეილება ყოველთვის შეიცვალოს (როგორც კიბომ ხშირად იცის). როგორც ჩანს ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ დავითის ომი გოლიათის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. თქვენი წილი ამ ომში უზომოდ დიდია, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მჯერა, რომ წინ დიდი ერთობლივი გამარჯვებები გველის. თუ რაში ამაზე შემდგომ მოგიყვებით. ახლა კი ღმერთმა ისე გაგახაროთ როგორც მე ვარ გახარებული – მრავალჟამიერ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე!!!“-წერს გია მაისაშვილი.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....