მთავარისიახლეებიპოლიტიკამელია: ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას

მელია: ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას

Published on

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ეკრანზე გამოჩენის პირველივე დღეს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. ”ივანიშვილმა აქამდე არნახული შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას შეფასების უნარი აქვს განსავითარებელი. ადამიანი, რომელიც მილიარდებს ფლობს და ამ მილიარდებით, ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა, იპოთეკარებს თანაგრძნობის გარდა ვერაფერს სთავაზობს. მან შეაქო ნარმანიას მუშაობა და აღნიშნა, რომ ის წარმატებული მერია. ვფიქრობ, ივანიშვილი მთელ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს და რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ეს სიმამაცე მას არ მოვუწონოთ“, – განაცხადა მელიამ.ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურს საზოგადოებას ანალიზში დაეხმაროს. 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...