მთავარისიახლეებიპოლიტიკაIDFI: საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან პოლიტიკურ სპექტრში და...

IDFI: საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთაში

Published on

2013 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში . საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერებამ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას- ნათქვამია  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI ) კვლევის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა
ამის მიზეზად კვლევაში ხელისუფლების პოლიტიკა სახელდება და ხაზგასმულია, რომ მთავრობამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს.
ანგარიშში  განხილულია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლები, ძირითად გზავნილები და მათი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგები და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებული მიდგომა. 
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. მათ შორის  მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი, რომელნიც  გამოირჩევიანა ანტი-დასავლური გზავნულებით  და  ძირითადად ეყრდნობიანა რუსულ წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას . 
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად სახელდება პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, მათ შორის, „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. 
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთაში. 
ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერების თაობაზე IDFI-ის ანგარიშს იზიარებენ ექსპერტებიც. მათი შეფასებით ამ რეალობას მმართველი გუნდის გარკვეულმა პირებმაც შეუწყევს ხელი თავისი განცხადებებით "როგორც ჩანს პოლიტიკურ სპექტრში რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ იპოვა ძალიან კარგი დასაყრდენი. ვხედავთ, რომ ღიად და აშკარად ხდება ისეთი საკითხების წამოწევა, რომელიც ცოტა ხნის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, მათ შორის სრული აბსურდი უბლოკო სტატუსისა ასევე რუსეთის სამხედრო ბაზები – ეს ყველაფერი ერთი მთლიანი რუსული სტრატეგიის ნაწილი არის,"- აცხადებს ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი ბათუ ქუთელია
 
 
 

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...