მთავარისიახლეებისაზოგადოებაამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი მოვარდა, თუმცა საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩამოაღწია

ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი მოვარდა, თუმცა საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩამოაღწია

Published on

 წუხელ 19:20 საათზე ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი მოვარდა, რაც ძლიერმა წვიმამ  და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის ჩამოსკდომამ  განაპირობა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, როგორც კი  დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ   მოწოდებული შეტყობინება მოვიდა,  შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაუყოვნებლივ  დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
საბედნიეროდ, ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და მდინარის კალაპოტში დაილექა.
,,ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს, –  აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, თუმცა გრძელდება  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმი და ავტომობილების გადაადგილება  მხოლოდ 06.00 საათიდან 20:00 საათამდეა ნებადართული

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...