მთავარისიახლეებიპოლიტიკაილჰამ ალიევი: ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით

ილჰამ ალიევი: ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით

Published on

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასრულდა ბაქოში ვიზიტად მყოფი პრემიერ მისიტრის შეხვედრა ილჰამ ალიევთან.
"ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს აერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის და ხალხისთვის,
"ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს – პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში. ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება, სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით. ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", – – ამ სიტყვებით მიმართა   გიორგი კვირიკაშვილს ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სამომავლოდ, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....