მთავარისიახლეებიკონფლიქტებიიძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე სოხუმშიც აღინიშნა

იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე სოხუმშიც აღინიშნა

Published on

იძულებით გაუჩინარებულთა   საერთაშორისო დღე სოხუმშიც აღინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტთან არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების კომისიის თავმჯდომარის რომან ადლეიბას განცხადებით,  ,,აფხაზეთის ხალხის დიდ სამამულო ომში’’ უგზოუკვლოდ დაკარგულთა  რაოდენობა  ბოლო დრომდე 170 მეომარს შეადგენდა, მაგრამ  მათგან 37 -ს  ნეშტი ახლა უკვე   მიკვლეულია, ამოცნობილი  და ოჯახებისთვის გადაცემული.
,,იდენტიფიკაციის სამუშაოები გაგრძელდება მანამ , სანამ არ მივაკვლევთ ყველა დაღუპული მეომრის ნეშტს აფახაზეთის მხრიდან ‘’- განაცხადა  რომან ადლეიბამ .
მოძრაობა ა,,ფხაზეთის დედები  მშვიდობისადა სოციალური სამართლიანობისთვის’’ თავმჯდომარის გული კიჩბას განცხადებით, ეს დღე, ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალთათვის , რამდენადაც მათ ყურადღებას მიაპყრობს ომის საშინელებასა და პრობლემებზე, რომლის სათავესაც იგი წარმოადგენს.  
,,ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაკვლევთ და დედებს დავუბრუნებთ ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ  ბიჭებს,  არავინ უნდა დარჩეს გულგრილი ამ პროცესის მიმართ’’- განაცხადა გული კიჩბამ 
 
 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...