მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის სკოლების პედაგოგები რუსულ ენაზე სწავლებისათვის გადაამზადეს

გალის სკოლების პედაგოგები რუსულ ენაზე სწავლებისათვის გადაამზადეს

Published on

გალის რაიონის ქვედა ზონაში ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა დაწყებითი და მეხუთე კლასების მასწავლებელთა გადამზადების კურსები ხუთ საგანში, გუშინ გალის სახელმწიფო ჰუმანიტარულ კოლეჯში ჩატარდა პედაგოგთა ატესტაცია გადამზადების სედეგების მიხედვით.
აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის  მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია:
,,არავისთვისაა საიდუმლო, რომ გალის რაიონის ქვედა ზონის სკოლებში  არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საგნების სწავლებას  აფხაზეთის მეორე სახელმწიფო ენაზე – რუსულ ენაზე.
 წლების მანძილზე  აქ სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე ამ პრობლემის გადასაწყვეტად რესპუბლიკის განაღლების სამინისტრომ შეიმუშავა გალის რაიონის პედაგოგების გადამზადების პროგრამა.
,,შარშან საზაფხულო არდადეგების დროს ჩვენ ვატარებდით გადამზადების კურსებს გალის რაიონის ქვედა ზონის 11 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის.  წლეულს ამას დავამატეთ კურსები მეხუთე კლასის მასწავლებლებისთვისაც, რადგან ამ კლასში ახალი საგნების სწავლება იწყება'' –  ამბობს  აფხაზეთის განათლების მინისტრი ადგურ კაკობა .
  მასწავლებლები არ მალავენ, რომ რუსულ ენაზე სწავლებისათვის მომზადება მათ დიდ შრომად უჯდებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავადაც ვერ ახერებენ  სათანადო შედეგის  მიღწევას, მაინც შეეცდებიან კურსბზე მიღებული ცოდნა ბავშვებამე მიიტანონ.
უფროსი კლასების მასწავლებელი ირნა კვარაცხელია: ,, ჩვენი მოსწავლეებმა არ იციან რუსული ,   ამიტომ მოგვიწევს კურსებზე შემოთავაზებული იმ პროგრამის ადაპტირება და გარკვეულწილად  შეცვლაც, რომელსაც ახლა გავდივართ, რატა   პროცესი უფრო ეფექტიანად წავიდეს. ''
სპეციალისტები ამბობენ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო როგორც სამინისტროს, ისე მსაწავლებლების მხრიდან, მაგრამ ბოლო ორი წლის პრაქტიკა მოწმობს, რომ რუსულ ენაზე სწავლების პროცესი წარმატებით არის ჩაშვებული. 
 განათლების სამინისტროს მთავარი სპეციალისტის ნონა კვიწინიას თქმით, “ ეს პროცესი პედაგოგებისთვის  ბევრს ნიშნავს, რადგან ისინი არ არიან წინააღმდეგ და ცდილობენ გადავიდნენ რუსულ ენაზე, მაგრამ ეს დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ენის დაუფლება პროფესიულდონეზეარ არის მარტივი,  მაგრამ  ვფიქრობ,  რუსულ ენაზე სწავლება  გალის სკოლებში რაღაც დონეზე სავსებით  შესაძლებელია, რადგან დიდი მონდომებით ეკიდებიან ამას. დიახ, ასე სწრაფად  რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლა ძნელია, მაგრამ ეს პროგრამა ხომ ერთ წელიწადზე არ არის გათვლილი, ამიტომ შედეგების შეფასება დროის საქმეა. მთავარია, ვიაროთ წინ და შედეგებიც იქნება'' 
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ წინსვლის შედეგები დიდად არის დამოკიდებული  სვლის მიზანსა და მიმართულებაზე –   სანამ გალში ქართულ ენას ებრძვიან და მის ჩანაცვლებას ,,თავიანთი მეორე სახელმწიფო ენით -რუსულით'' ცდილობენ,  აფხაზური ენა   წინამდებარე  უფსკრულისაკენ მიექანება, ანუ  ეროვნული იდენტობის სრულ აღრევასთან გვაქვს საქმე. 
 
 
 
 
 

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...