მთავარისიახლეებირეგიონებიმოულოდნელი ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - გურგენ სართანია „ქართულ ოცნებას“ და დაკავებულ...

მოულოდნელი ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში – გურგენ სართანია „ქართულ ოცნებას“ და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს

Published on

 „ლაივპრესი'' ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია „ქართულ ოცნებას“ და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. 

 სართანიას თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, უახლოეს დღეებში ის სხვა პარტიის წევრი გახდება და საზოგადოებას უკვე ოფიციალურად ეცნობება სიახლის შესახებ. 
„მე ამ მატყუარებთან არაფერი არ მაკავშირებს. ესენი არიან მატყუარები. ხალხს ატყუებენ და მე ვერ ვიტან ხალხის მოტყუებას. ბევრ რაღაცაში ატყუებდნენ. ახლა რაც ვმუშაობ, ბევრი მოტყუებული მოვიდა ჩემთან. დადიოდნენ, პრობლემები ქონდათ. უნდა მოეგვარებინა ადგილობრივ ხელისუფლებას და კის ეუბნებოდნენ, მერე უარია. ესეთი მიდგომა არ შეიძლება. არ უნდა ეთამაშო მოსახლეობას“.- აცხაებს იგი. 
,,ლაივპრესის'' კითხვის პასუხად, თუ ვის გულისხმობს, როცა ამბობს, რომ „მოატყუა“, პასუხობს – ვინც არის ხელმძღვანელობა, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, „ქართული ოცნებაც“ დაშორდა მოსახლეობას, „მოწყდნენ რეალობას“, როგორც თავის დროზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„არ ვიცი რა ხდებოდა, არ არის გამართლება. უნდა ცოდნოდა ყველაფერი. განცხადებებია… აი ეს არის მიზეზი და თავი და თავი. ნაცები უფრო უარესს შვებოდნენ, ესენი ფსიქოლოგიურად ანადგურებენ“.
გურგენ სართანიას თქმით, თუკი პარტიაში, რომელშიც გაწევრიანდება, შესთავაზებენ იყაროს კენჭი გამგებლის პოზიციაზე, აღნიშნა, რომ დათანხმდება.
„კენჭს ვიყრი და დავამარცხებ ყველას“.
 
გურგენ სართანია  2013 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 14 ივლისამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, 2014 წლის ივლისიდან კი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე იყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას გადადგომის შემდეგ  ( ედიშერ თოლორაია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში)  დღემდე ასრულებდა გამგებლის მოვალეობას.
 
http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/15936-gurgensarthaniaqarthulocnebasdagamgeblisthanamdebobastovebs.html
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...