მთავარისიახლეებიკონფლიქტებირვა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დღიდან

რვა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დღიდან

Published on

8 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების  დღიდან. სოხუმსა და ცხინვალში დღეს საზეიმო ღონისძიებებია  დაგეგმილი, ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და სამუდამოდ ჩაიწერება აფხაზეთის ისტორიაში – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის  საგანგებო  მიმართვაში აფხაზი ხალხისადმი.   
 
ოფიციალური თბილისი ამ დღეს კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მოუგვარებელ კონფლიტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე.
 აფხაზეთში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა 8 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადება გაკეთა. მისი სიტყევბით, 8 წლისთავზე დადგა დრო, ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა საზოგადოებებმა გავაცნობიეროთ, რომ მოუგვარებელი კონფლიქტი არ ემსახურება არც ერთი ჩვენი ხალხის ინტერესებს.
 
„ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ძალიან ტრაგიკული მოვლენებიდან, აგვისტოს ომიდან. 8 წლისთავზე, ალბათ, ნათელია ის, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წარუმატებელია. საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, წყნარი ოკეანის ორმა სახელმწიფომ – ვანუატუმ და ტუვალუმ – ფაქტობრივად, უკან გაიწვია საკუთარი აღიარება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ 8 წლისთავზე დადგა დრო, როდესაც ჩვენ – ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა საზოგადოებებმა – უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაც ჩვენ გავიარეთ ომის და კონფლიქტის სახით, ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს განგრძობითი ოკუპაციისა და მოუგვარებელი კონფლიქტის სახით, არ ემსახურება არცერთი ჩვენი ხალხის ინტერესებს. ალბათ, დროა, რეალურად შევაფასოთ ვითარება, მათ შორის, ის პროცესები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
 
.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...