მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუბერნიის მესვეურებმა ისაკაძის კონცერტზე დასწრების უფლება ყველა მსურველს დართეს

გუბერნიის მესვეურებმა ისაკაძის კონცერტზე დასწრების უფლება ყველა მსურველს დართეს

Published on

 ,,ღამის სერენადებზე'' დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება. –  აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური   სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.  ამ განცხადებით ცდილობს იგი გაანეიტრალოს ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის კურატორის ლალი ჯანჯღავას მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ   ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ ,, საჭირო ადამიანები",   „შერჩეული“ მსმენელები დაესწრებიან. ეს განცხადება არ ხსნის  კითხვებს, რომელიც არასაჭიროთა კლასიფიკაციაში მოხვედრილ მოსახლეობას  აღუძრა თავდაპირველმა განცხადებამ –     კურატორის ,,ახალი სიტყვა კულტურის დეფინიციაში'' ალბათ არც მიიპყრობდა ესოდენ დიდ ყურადღებას, რომ არა პრობლემა, რომელიც ხელისუფლებაში დაუმსახურებლად მოსული ადამიანების მსოფლმხედველობაში და ადამიანებისადმი მათ დამოკიდებულებაშია.
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...