მთავარისიახლეებისაზოგადოება1012-მა სტუდენტმა 100 %-იანი დაფინანსება მიიღო. მაია მიმინოშვილი გრანტებზე და საგნობრივ მაჩვენებლებზე

1012-მა სტუდენტმა 100 %-იანი დაფინანსება მიიღო. მაია მიმინოშვილი გრანტებზე და საგნობრივ მაჩვენებლებზე

Published on

მიმდინარე წელს გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, – , აქედან 100 %-იანი დაფინანსება მიიღო 1012-მა სტუდენტმა. 70 %-იანი დაფინანსება მიიღო 1456-მა სტუდენტმა, ხოლო 50 %-იანი დაფინანსება მიიღო 4078-მა სტუდენტმა. ამას ემატება 3 800-ზე მეტი ის სტუდენტი, რომელმაც ჩააბარა სპეციალობაზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.  – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
”500-მდეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელმაც გადალახა ზღვარი საგნებში, თუმცა მათ მიერ მითითებულ უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, ვინაიდან მათ ერთი, ან ორი არჩევანი ჰქონდათ გაკეთებული. რეგიონების მიხედვით ჩაშლილად ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება საგნობრივ მაჩვენებელს, უმაღლესი ქულა, მაგალითად 80, ან 79 ზოგად უნარებში არც ერთ აბიტურიენტს არ მიუღია, ხოლო ყველაზე დადებითი მაჩვენებელი და ყველაზე მაღალი ქულები უცხო ენაში, კერძოდ კი ინგლისურ ენაში დაფიქსირდა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
 

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...