ტერორისტული აქტი,რომელიც საგურამოში მზადდებოდა, აღკვეთილია,დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია

0
379
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა
 „სუს-მა 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას. სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. 
გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18 – 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით მიმდინარეობს.საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. 
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული სამართალდამცველი ლევან მ -ია. 
სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს აგრეთვე, რომ საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, .როგორც უწყებაში განმარტეს, ჯერჯერობით დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან.
როგორც სუს-ში აღნიშნეს, გამიძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა კითხვებზე ვერ უპასუხებდნენ.
 
 

 
 
 
 

 
 
 
 
 
წინა სტატიაირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში საარჩევნო უბენებზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს “
შემდეგი სტატიარიო დე ჟანეიროში ოლიმპიადის დახურვა გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური