მთავარისიახლეებიპოლიტიკახობში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა (Video)

ხობში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა (Video)

Published on

ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს და ამომრჩევლებს განაცხადებით მიმართავს, რომელსაც Facebook-ით ავრცელებს. 

”ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ზრდის თვალსაზრისით.
შეუძლებელია სათანადოდ არ დავაფასო ის პატივი, პასუხისმგებლობა და ნდობა, რასაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად ჩემი წარდგენა ითვალისწინებს. მე, როგორც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, უდიდეს ნდობად და პატივად მივიღე ეს წარდგენა. სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი.
განსაკუთრებული მადლიერების გრძნობას განვიცდი ჩემი მრავალწლიანი, ერთგული ამომრჩევლებისადმი. თქვენდამი, ჩემო ხობელებო! ახლაც, წარდგენიდან დღემდე ჩატარებული შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატეთ ჩემდამი ნდობა. მსგავსი განწყობა ვიგრძენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ 7 სოფლის წამომადგენლებისგან, რომლებიც 64-ე ოლქში არიან გაერთიანებულნი. 
მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის.
გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას – ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს. სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი, შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება. აცხადებს -გოდერძი ბუკია

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...