მთავარისიახლეებისაზოგადოება„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა"- დემურ სტურუას ხელწერით სტენსილი ზუგდიდის ქუჩებში...

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”- დემურ სტურუას ხელწერით სტენსილი ზუგდიდის ქუჩებში და აქცია ძალადობის წინააღმდეგ

Published on

სტენსილი, რომელზეც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ბოლო სიტყვები „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა" ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ზუგდიდშიც გამოჩნდა,სადაც მისივე ხელწერაა დატანებული…  „ეს ერთი წინადადება ათასობით გაუბედურებული ადამიანის ამბავია. ადამიანების, ვისაც სახელმწიფო და პოლიცია ატერორებს, აშინებს და კლავს. დემურ სტურუას ტრაგედია უკანასკნელი წვეთი უნდა იყოს მახინჯი ნარკოპოლიტიკის გამო დაღუპული ადამიანების ოკეანეში. ეს წინადადება ყველა კედელზე, ყველა ქალაქში უნდა დავწეროთ – რომ არ დაგვავიწყდეს, რომ მეტი აღარ დავუშვათ, რომ შევცვალოთ.„ სწორედ ამ მოტივით თეთრი ხმაურის მოძრაობა" დღეს  სამტრედიაში აქციას გეგმავს.აქციის მთავარი მოთხოვნებია:
1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
3. შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
4. დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია 17:00 საათზე სამტრედიის  პოლიციის შენობასთან დაიწყება.შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ  სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს თავი მოიკლა.თვითმკვლელობამდე მან  წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.
 
საიტზე გამოქვეყნებული ფოტო ეკუთვნის მიშა ძიძიგურს
 
 

სიახლეები

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...