მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდსა და წალენჯიხაში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გამგებლების...

ზუგდიდსა და წალენჯიხაში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდება

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.  შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ. 
ცნობისთვის, 19 აგვისტო არის ბოლო დღე, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები უნდა დანიშნოს, თუკი ამ არჩევნების გამართვა 8 ოქტომბერს – საპარლამენტო არჩევნებთან ერთად არის გადაწყვეტილი. ანალოგიურად, თუკი ხელისუფლება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების დამთხვევას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებდა, ეს არჩევნებიც პრეზიდენტს დღეს უნდა გამოეცხადებინა.
როგორც ცნობილია, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.
 
”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, თუკი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, შუალედური არჩევნები უახლოეს მაისში ან ოქტომბერში ტარდება, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც უნდა იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საუბარია ოქტომბერზე, ოქტომბრის ბოლომდე კი, 60-დღეზე მეტია დარჩენილი. იმავდროულად, ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით შუალედური არჩევნების თარიღს ნიშნავს. 8 ოქტომბრამდე არა უგვიანეს 50-ე დღე არის 19 აგვისტო.
 
რაც შეეხება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების საკითხს, კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მე-8 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა და ეს დღე 8 ოქტომბრამდე არის 19 აგვისტო.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...