მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი ოფიციალურად დასახელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

სანდრა რულოვსი ოფიციალურად დასახელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

Published on

სანდრა ელისაბედ რულოვსმა დღეს ოფიციალურად დააადასტურა, რომ მზად არის კენჭი იყაროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ეს განცხადება მან გააკეთა კორცხელში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა  იმ სკოლის ეზოში, სადაც 22 მაისს   ხელისუფლების მიერ მართულმა ჯგუფმა სასტიკად დაარბია შუალედურ არჩევნებზე მისული ამომრჩევლები და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები 
 
აღსანიშნავია, რომ სანდრა რულოვსმა, ამ განცხადების გაკეთებამდე პირდაპირ დაუსვა კითხვა შეკრებილებს, თანახმანი არიან თუ არა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში  ზუგდიდის მინიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის  კანდიდატად იყაროს კენჭი. ,ოთხი წელია აღარ ვარ საქართველოს პირველი ლედი და გვერდიდან ვუყურებ მოვლენებს. ეს ოთხი წელია არაფერი გაკეთებულა ქვეყნისთვის, ვინ უშლიდა ხელს მათ ? მიშა ხომ არ იყო ქვეყანაში? მტკივა გული, რადგან გაჩერებულია ქვეყანა და გპირდებით რომ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. ბრძოლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. და ბოლოს თქვენ გჯერათ ჩემი?’’
შეკრებილებმა  სანდრა რულოვსის ამ კითხვას ოვაციებითა  და თანხმობის გამომხატველი შეძახილებით უპასუხეს. 
ამის შემდეგ ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სანდრა ელისაბედ რულოვსი ოფიციალურად  დაასახელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტში.   

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...