მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შეწყვეტილი მშენებლობები გაგრძელდება, მათ...

სანდრა რულოვსი: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შეწყვეტილი მშენებლობები გაგრძელდება, მათ შორის აშენდება ლაზიკა (VIDEO)

Published on

 
სანდრა რულოვსმა თავისი სიტყვა განმუხურისა და ანაკლიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაიწყო იმით, რომ  ბათუმიდან მომავალმა გზად  შენიშნა  მარკეტი „ლაზიკა“. და  სიმბოლურად ენიშნა ეს ფაქტი . მისი თქმით, მაღაზიის  მეპატრონეს, როგორც ჩანს,  აქვს რწმენა, რომ ქალაქი გაშენდება.
„თვითონ პატარა ლაზიკა ააშენა და ჩვენ ვპირდებით, რომ მოვალთ ხელისუფლებაში და შეწყვეტილი მშენებლობები გაგრძელდება, მათ შორის აშენდება ლაზიკა“, – აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და განმარტა, რომ ეს დაპირებები ქაღალდზე არ დარჩება და უცილებლად შესრულდება.
 
დღეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა მელია, ასევე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები. 
შეკრებილებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს.  გამოსვლები შეჩერებული ლაზიკის მშენებლობის გაგრძელებასაც ეხებოდა.
 ენმ-ს წევრები ანაკლიიდან   ორსანტიის და კახათის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაემგზავრნენ.
ხვალ, 19 აგვისტოს სანდრა რულოვსი ჯიხაშკარის, რუხის და კორცხელის მოსახლეობას შეხვდება.

სიახლეები

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...