მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, გუშინდელ სხდომაზე , რომელზეც ქვარაიამ თანამდებობა დატოვა, სწორედ აღნიშნულ საკითხებზე სურდა საუბარი რისი საშუალებაც არ მისცეს და სხდომა რეგლამენტის დარღვევით დახურეს. “ჯერ ერთი, რეგლამენტის დარღვევაა ის, რომ მერაბ ქვარაია უკვე აღარ იყო საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი დაეხურა სხდომა, რაც კანონდარღვევაა. გარდა ამისა, არ მოგვეცა კითხვის დასმის შესაძლებლობა, თუმცა ვპირდებით ქვარაიას, რომ  ჩევნ ამ კითხვებს ყოველთვის შევახსენებთ  და მას მოუწევს პასუხის გაცემა. საკრებულოს მუშაობა მთელი 2 წლის მანძილზე გამოირჩეოდა დარღვევებით.ქვარაია გარეულია ყველა იმ კორუფციულ სქემაში, რომელიც არსებობს ზუგდიდში, ის უშუალოდ ლობირებს კომპანიებს, რომლებიც სისტემატიურად იებენ ტენდერებს ზუგდიდში და ეს კომპანიებია შპს „ზუგდიდმშენი“, რომელიც არის ქალაქის მერის მოადგილის კობა ჯიქიას სიმამრის, შპს „ელდარ ფიფია“ , რომელიც არის საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამის, საკრებულოს წევრის სოსო გოგოხია კომპანია“- განაცხადა ანა წითლიძემ. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ბრალდებებს უპასუხა, ქვარაია  აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ აგონიაშია.ნაციონალური მოძრაობა ძალიან კარგად გრძნობს, თუ რა შედეგით დასრულდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მათთვის. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ამით წერტილი საბოლოოდ დაესმება დამნაშავე ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას საქართველოში, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...