მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთი 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებს იმისთვის, რომ ციხეებში ადგილები გაათავისუფლოს ამბოხებაში...

თურქეთი 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებს იმისთვის, რომ ციხეებში ადგილები გაათავისუფლოს ამბოხებაში ეჭვმიტანილი პირებისთვის

Published on

გამოცემა Independent-ის ცნობით, თურქეთი 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებს იმისთვის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში „ადგილები გაათავისუფლოს“. 
როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი აცხადებს, უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება,  რომელშიც საუბარია იმ პატიმრების პირობით-ვადამდელ გათავისუფლებაზე,  რომლებმაც დანაშაული მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს. 
აღნიშნული ზომა არ შეეხება პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.
გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 35 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურიდან დათხოვნილია ათასობით ადამიანი,  მათ შორის  2 ათასზე მეტი პოლიციელი, ასობით სამხედრო პირი და საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს თანამშრომელი. Official Gazette ის ცნობით, მიმდინარეობს   ამ სამსახურის ლიკვიდაცია.
ამავე დროს ოფიციალური ანკარა კვლავ დაჟინებით მოითხოვს საბერძნეთის მთავრობისაგან იმ რვა სამხედრო პირის გადაცემას, რომელნიც სამხედრო გადატრილაების მცდელობის შემდეგ ვერტმფრენით გაიქცნენ  საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისის  ტერიტორიაზე,. საბერძნეთის სასამართლომ  ორი თვის პატიმრობა მიუსაჯა  რვავე მეამბოხეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. 
 

 

სიახლეები

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...