მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდსა და წალენჯიხაში გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც შესაძლოა 8 ოქტომბერს დაინიშნოს

ზუგდიდსა და წალენჯიხაში გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც შესაძლოა 8 ოქტომბერს დაინიშნოს

Published on

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება  გამგებლების რიგგარეშე  არჩევნები ზუგდიდსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, სადაც თანამდებობები დატოვეს  გამგებლებმა ედიშერ თოლორაიამ და გოგა გულორდავამ, რომელნიც   „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს"  მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელდნენ ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
„რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას კი პრეზიდენტი გამოსცემს პირების უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 10 დღისა", – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ამ დროისათვის პასუხისგაუცემელია კითხვა შესაძლოა, თუ არა, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც 8 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების დღეს დაინიშნოს
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...