მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს არცერთი ჩვენი წინადადება არ...

პროკურატურამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს არცერთი ჩვენი წინადადება არ გაითვალისწინეს – განაცხადა პარლამენტში სახალხო დამცველმა

Published on

პარლამენტმა დღეს განიხილა სახალხო დამცველის ანგარიში 2014 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.  დოკუმენტი, რომელიცსახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა 900 გვერდისგან შედგება, მასში საუბარია გახმაურებულ საქმეებზე, უმცირესობის უფლებებზე და ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე.

ანგარიშში  საუბარია  როგორც ძველ,  მათ შორის  მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებასთან,  წიკლაურის ცემის ფაქტთან, მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ასევე შედარებით  ახალ, მაგალითად,   კაბელების საქმეზე.

,,ძალიან ბევრ საქმეზე არსებობდა კითხვის ნიშანი. არის ბევრი პრობლემა. ერთ-ერთი არის პროკურატურა და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც გასულ წელს არცერთი ჩვენი წინადადება არ გაითვალისწინა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ომბუდსმენმა პაუხი გასცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლების შეკითხვებს. "სახალხო დამცველი ვერ გაექცა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არსებული დარღვევების აღწერას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ფაქტებს აღწერს დიდი სიზუსტით, მაგრამ ვერ ახერხებს დასკვნების გამოტანას,"-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

ამ წუთებში ოპარლამენტის სხდომა გრძელდება. კანონმდებლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ეკა ბესელიასგან ისმენენ, თუ როგორ ასრულებენ უწყებები ომბუდსმენის რეკომენდაციებს.

რიგგარეშე ფორმატში გაგრძელდება მეორე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობაც.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...