მთავარისიახლეებისაზოგადოებაასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს სხვადასხვა ბრალდებით აღიძრა. მათ შორის მას ბრალი ედებოდა  ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე `7999~ სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების შექმნაში. რეზონანსული იყო  ნოდარ იმნაძის მკვლელობის სახელით ცნობილი საქმე, რომელიც  1991 წლიდან ფიგურირებს ასლან აბაშიძის სახელთან დაკავშირებულ დანაშაულობათა შორის. ამ საქმეზე ძიება მისი ძლიერების ხანაში შეწყდა, მაგრამ ნოდარ იმნაძის ოჯახი წლებია  მას იმნაძის მკვლელობას ედავებოდა, მაშინ სასამართლო ინსტანციებმა გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები,   რომ ,,ბრალდების ეს ნაწილი უსაფუძვლოა, რადგან ეს იყო მოგერიების გამო სიცოცხლის ხელყოფა: `ასლან აბაშიძე იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ, როცა მასთან სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდნენ აჭარის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჯაიანი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მურმან ომანიძე, კაბინეტში ნოდარ იმნაძე ნასვამ მდგომარეობაში შევიდა, ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრნენ აბაშიძე და ომანიძე. საპასუხო გასროლების შედეგად  ნოდარ იმნაძე გარდაიცვალა''.
 
გუშინ სასამართლომ უშუალოდ იმნაძის საქმეზე ასლან აბაშიძეს სასჯელის სახით 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. 
ნოდარ იმნაძის შვილი ნატო იმნაძე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და როგორც განაცხადა, ფინანსური მხარე ოჯახს არ აინტერესებს. იგი ასლან აბაშიძის დაკავება მოითხოვს. 
 
სასამართლო გადაწყვეტილებით, ასლან აბაშიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 ათასი ლარის გადახდა მისი მმართველობის პერიოდში დაკავებული თენგიზ ასანიძისთვისაც მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრ სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს, მეტსახელად „ქელფეთას“ კი თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა. დავით ხალვაში თითქმის ორი წელია პატიმრობაშია.
გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ აჭარის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აბაშიძესთან დაახლოებულ პირი ელგუჯა ჯინჭარაძე. 
 

 
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...