მთავარისიახლეებისაზოგადოებაუცნობმა პირებმა საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის ახლობლებისგან გამოსასყიდი მოითხოვეს

უცნობმა პირებმა საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის ახლობლებისგან გამოსასყიდი მოითხოვეს

Published on

რადიო ,,აფხაზეთის ხმის'' ცნობით, საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის სერგეი ტროფიმოვის ახლობლებს უცნობი პირები დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით მათგან 50 ათასი რუსული რუბლის გადახდა მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული ტურისტის მეგობრები ავრცელებენ. 
 
ანუარ დუისენბინოვი – დაკარგულის მეგობარი, ამტკიცებს, რომ მათ მინიმუმ ორჯერ მიიღეს მსგავსი შეტყობინება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მისი თქმით, უცნობი პირები მათ სერგეისთან ვიდეოკავშირის დამყარებას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ რეკვიზიტებზე თანხას გადარიცხავენ, თუმცა, დაკარგულის მეგობრები მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი აფიორაა და ამბობენ, რომ პროვოკაციაზე წამოგებას არ აპირებენ.
 
"ზოგი გვეუბნება, რომ ის სადღაც, რომელიღაც დასახლებულ პუნქტშია და მონად ჰყავთ, ზოგი გვეუბნება, რომ მან თავი გადაიპარსა და სულაც ჭკუიდან შეიშალა, თუმცა ყველა იმით ამთავრებს თხრობას, რომ ფული უნდა გადავრიცხოთ და დაგვაკავშირებენ. ეს ყველაფერი ჩვენ საქართველოს პოლიციას შევატყობინეთ, მაგრამ ჯერ არანაირი რეაქცია არ არის", – ამბობს დუისენბინოვი. 
 
დაკარგულის ახლობლების თქმით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, სინამდვილეში, არაფერს აკეთებს:
 
"ათი კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სერგეის მოსაძებნად გაემართა, ორად გაიყო: ერთი ჯგუფი დაკავებულია რუსი და ყაზახი ტურისტების ცხედრების ამოყვანით, მეორე ჯგუფი კი, სადაც სერგეის ცოლი, მისი მეგობარი და ერთი მაშველი შედიან, მართლაც ეძებს. გამოდის, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან სერგეის სინამდვილეში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ეძებს. ჩვენ მივმართეთ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათ გვითხრეს, რომ ნოტა გაგზავნეს, მაგრამ ჩვენ ნოტა კი არა, საქმე გვინდა", – აცხადებს ის და ამატებს:
 
"არც ვიცით, რა გავაკეთოთ – ყაზახეთის პრეზიდენტსაც კი გავუგზავნეთ წერილი. ასე როგორ შეიძლება, უკვე ორი კვირა გავიდა და არანაირი შედეგი არ ჩანს. ჩვენ ვითხოვეთ ლოკაციის დადგენა ტელეფონით, რომელიც თან ჰქონდა სერგეის. ნუთუ ეს ასე ძნელია? თანაც, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დაკარგვის შემდეგ მისი სკაიპი ჩართული იყო. კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ გვაქვს, ვიღაცეები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სერგეი თბილისში ნახეს, ვიღაც მწყემსის ნომერიც მოგვცეს, რომელმაც თითქოს დაჭრილი სერგეი ნახა, მაგრამ ამ ნომერზე რომ ვრეკავთ, არავინ გვპასუხობს, უკვე რამდენი ხანია. რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება?".
 
შეგახსენებთ, რომ ცეკვის მასწავლებელი ასტანიდან სერგეი ტროფიმოვი ახლობლებთან კავშირზე, უკვე 20 დღეზე მეტია, არ გასულა. ის საქართველოში სამოგზაუროდ ავტოსტოპით, რუსეთიდან გაემართა. მისი დაკარგვის შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებამ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ტურისტის მოძებნაში. 
 

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...