მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის პორტში 400 ვაგონი და 700-მდე სატვირთო რუსეთის სატრანზიტო შეზღუდვების გამო საქართველოსკენ...

უკრაინის პორტში 400 ვაგონი და 700-მდე სატვირთო რუსეთის სატრანზიტო შეზღუდვების გამო საქართველოსკენ ვერ მიემგზავრება

Published on

უკრაინის ილიჩევსკის პორტში 400 ვაგონი და 700-მდე სატვირთოა გაჩერებული, რომლებიც რუსეთის სატრანზიტო შეზღუდვების გამო საქართველოსკენ ვერ მიემგზავრებიან. უკრაინული მედია ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობთ იუწყება. არსებული ინფორმაციით, ილიჩევსკის პორტიდან ბათუმის პორტისკენ ამ დროისთვის 269 ვაგონი ელოდება გამომგზავრებას, ფოთის პორტისკენ კი – 129 ვაგონი. ასევე, 700 სატვირთო ავტომანქანა ელოდება საქართველოს მიმართულებით ბორნით გადასვლას.სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან სავაჭრო აგრესიის შედეგად, არსებითად გადაიტვირთა საექსპორტო საქონლის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი. გარდა ამისა, მარშრუტის შეცვლამ გამოიწვია ლოგისტიკური ხარჯების ზრდა, რის გამოც ეს ფაქტორები ნეგატიურად აისახება უკრაინის ექსპორტზე.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...