მთავარისიახლეებიკონფლიქტებირამ დააძინა ცხინვალი, თუკი ქვეყანა იქცეოდა? – ვიდეოხიდი სოხუმსა და ცხინვალს...

რამ დააძინა ცხინვალი, თუკი ქვეყანა იქცეოდა? – ვიდეოხიდი სოხუმსა და ცხინვალს შორის ხრულიოვის თამადობით

Published on

ომის დაწყების მერვე წლისთავს მიეძღვნა ვიდეოხიდი, რომელიც  დღეს  Sputnik – ის სოხუმისა და ცხინვალის ოფისების  ორგანიზებით გაიმართა 
 
,,სამხრეთ ოსეთის თითოეული მცხოვრები აგვისტოს ომში განუხრელად ასრულებდა თავის პროფესიულ ამოცანას და სწორედ ამან განსაზღვრა გამარჯვება''  – განაცხადა  რუსეთის 58 – ე  არმიის ყოფილმა მეთაურმა, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ხრულიოვმა სოხუმსა და ცხინვალს შორის ვიდეოხიდის მსვლელობისას. ,, ჟურნალისტები, მედიკოსები  ( ყველა მადლობას იმსახურებს)ერთი მიზნით გაერთიანებულნი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის'' – განაცხადა გენერალმა. 
. Sputnik– ის ცხინვალის პრესცენტრში მყოფმა ოსმა პარლამენტარმა პეტრე გასიევმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ომის დაწყება 2008 წლის ოლიმპიადის გახსნის დღეს დაამთხვია – ,, წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველომ ომი დაიწყო იმ დღეს, როცა მთელს დედამიწაზე მშვიდობა უნდა დამყარებულიყო, თუ ქართული ხელმძღვანელობა ამით დროის მოგებას ცდილობდა, გეგმა ჩაეშალა’’ – აღნიშნა მან .
,,იმ დღეების გახსენება ძალიან მტკივნეულია,  მაგრამ მაინც უნდა ვახსენოთ ყველა, ვინც თავი გაწირა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის’’ – აღნიშნა ომისშემდგომი ცხინვალისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ავტორმა,  აფხაზმა ჟურნალისტმა  გურამ ამქვაბმა .
 
,,ომი დაიწყო 7–8 ოქტომბრის ღამეს, ქართულმა ჯარებმა სრულმასშტაბიანი იერიში მიიტანეს სამხრეთ ოსეთზე – იგი დაიწყო მასირებული სარაკეტო– საარტილერიო ცეცხლით, რის შემდეგაც მძინარე  ქალაქში სატანკო კოლონები და რჩეული ქართული ქვედანაყოფები შეიჭრნენ. ‘’– ნათქვამია სარედაქციო რეზიუმეში, რომელიც ერთი ერთში იმეორებს ქართველი კოლაბორაციონისტების ვერსიას.  და თუ რატომ იმეორებს ერთი – ერთში, კითხვის ნიშნები დიდი ხანია   აღარავის აქვს.  თუმცა ერთს მაინც  ვიკითხავთ, თუ საარტილერიო ცეცხლი გრიალებდა და ირგვლივ ყველაფერი იქცეოდა ( ილიკოსი და ილარიონის არ იყოს) ,  რამ დააძინა ქალაქი – ტანკის მუხლუხოები უფრო დიდ ხმას გამოსცემენ, ვიდრე ჭურვები და ბომბები?
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...