მთავარისიახლეებიუკრაინაბერეზიუკი: კვიტაშვილი ერთერთი საუკეთესო პროფესიონალია მინისტრთა შორის, მაგრამ ხელფეხი აქვს შეკრული, ...

ბერეზიუკი: კვიტაშვილი ერთერთი საუკეთესო პროფესიონალია მინისტრთა შორის, მაგრამ ხელფეხი აქვს შეკრული, რადგან სათანადო პირობები არ შეუქმნეს

Published on

ფრაქცია ,,სამოპომიჩის" ლიდერი უკრაინის უმაღლეს რადაში ოლეგ ბერეზიუკი აცხადებს , რომ  ყველა მინისტრი, ვისაც მინისტრთა კაბინეტში მუშაობა სურს და შეუძლია, ადგილზე უნდა დარჩეს და სათანადო პირობები შეექმნას. 

,,მინისტრთა შორის არიან ადამიანები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელთაც შეუძლიათ და სურთ იმუშაონ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ''

ბერეზიუკი თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრი ერთერთი ყველაზე საუკეთესო პროფესიონალია მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ ხელფეხი აქვს შეკრული იმის გამო, რომ არც მინიტრთა კანიმეტმა, არც პარლამენტმა,  არც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ შეუქმნა ისეთი გარემო, რომელიც მას  თავისი პროფესიული შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალებას მისცემდა. 

,,მას მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, როგორც მასთან რამდენიმე შეხვედრამ დამარწმუნა, იგი წარმატებული მინისტრი იქნებოდა სათანადო პირობები რომ მისცემოდა'' – განაცხადა ბერეზიუკმა ,,გორდონისათვის" მიცემულ ინტერვიუში. . 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მოარული ხმები კვიტაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ახალი ძალით აგორდა გუშინ, როცა პეტრე პოროშენკოს ბლოკის ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მას ,,ბევრი შეკითხვა აქვს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ კატასტროფულ სიტუაციასთან დაკავშირებით'' და  უწყება  უმოქმედობაში დაადანაშაულა.

პასუხად კვიტაშვილმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ამას ამბობს, უბრალოდ არ სურთ დარგის რეფორმირება ფინანსური დანახარჯების შიშით.   

დღესვე ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე კვიტაშვილს გადაგომისკენ მოუწოდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, დადგა დრო აგრესიული მოქმედების და მისი თქმით, კვიტაშვილს ეს თვისება არ გააჩნია – „საჭიროა რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის წელში გადატეხვა და ახლის დანერგვა. ახალი მინისტრი გააგრძელებს დაწყებულზე მუშაობას, თუმცა აგრესიულად“ განაცხადა სააკაშვილმა.  როგორც უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრია, მისი დანიშვნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, სააკაშვილთან პირდაპირ კავშირში არ არის.

 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...