მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანი სიკვდილით დასჯის შემოღებას მიესალმება, დასავლეთი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში თურქეთი...

ერდოღანი სიკვდილით დასჯის შემოღებას მიესალმება, დასავლეთი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

Published on

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, სიკვდილით დასჯის შემოღებას დაუჭიროს მხარი, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.
 
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მასობრივ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე განაცხადა.
„თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა ერდოღანმა, რომლის თქმით, სიკვდილით დასჯა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც. 
გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება დროებით შეაჩერა.
რაც შეეხება სიკვდილით დასჯის საკითხს, დასავლეთში უკვე განაცხადეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...