მთავარისიახლეებისაზოგადოებადაღუპული მებრძოლების პატივსაცემად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა

დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა

Published on

8 წელი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან – ამ თარიღის აღსანიშნავად და დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა. ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ადიან. საფლავებზე მათ ყვავილები და სანთლები მიაქვთ და 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ.რიგითი მოქალაქეების და სამხედროების გარდა ადგილზე იმყოფებოდნენ დევნილთა და განსახლების სამინსიტროს წარმომადგენლები და ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები. მათ დაგმეს რუსული აგრესია და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.“რუსეთის თავდასხმის შემდეგ ძალიან ბევრი გმირი დავკარგეთ და მათი ხსოვნა ჩვენი ვალია. ასეთი ღონისძიებები მათი გახსენებისთვის და ჩვენი მხრიდან იმის დასტურად, რომ ოკუპაცია კვლავ გრძელდება და სანამ ამას ბოლო არ მოეღება, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება, ამ ბიჭების წინაშე ჩვენ ვალში ვიქნებით ყოველთვის,“ – განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის დამფუძნებელმა პავლე კუბლაშვილმა.  
 
რუსთავი 2

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...