მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა

Published on

 

 

 საპატრულო პოლიციამ პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი დააკავა იმ დროს, როცა იგი  თბილისის მერიის სიახლოვეს მდებარე შენობის დროებით ზღუდეზე აკრავდა პლაკატებს მოთხოვნით ,,გადადგეს თბილისის მერი  დავით ნარმანია!''  

პატრულმა ხარატიშვილი თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით 50 ლარით დააჯარიმა, მაგრამ როცა  აქციის მონაწილეებთან ერთად მას შელაპარაკება მოუვიდა ჯარიმის დაკისრების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით,   დაუმორჩილებლობის მომიზეზებით დააკავეს და შსს-ში გადაიყვანეს. 

აქციის მონაწილეები – დღეს დაწყებული სამოქალაქო მოძრაობა  „ალტერნატიული მერიის'' წარმომადგენლები მომხდარს "პოლიტიკურ დაკვეთას" უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მათ პლაკატების გაკვრის უფლება ჰქონდათ.

ხარატიშვილის ადვოკატის განცხადებით მას სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. 

 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...