სტიქიით დაზარალებულ ბორჯომში დღეს დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია. დატბორილია შენობა ნაგებობები, დამტვრეულია ხეები და მოშლილია ინფრასტრუქტურა. ბორჯომში მუშაობს საგანგებო შტაბი. შტაბის წევრების ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის კვლავ ბორჯომის ცენტრალურ პარკში რჩება. თუმცა, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბორჯომის პარკის ნაწილი ცოტა ხანში გაიხსნება.რაც შეეხება ბარკის სრულად გახსნის საკითხს, სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და პარკი ფუნქციონირებას სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზიანდა წაღვერი-ბაკურიანის გზა. სადგერის ჩაკეტილი გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგენილია.„დაიწყო სამუშაოები, ეს არის სადგერის მიმართულება, ეს არის პარკი, ეს არის წაღვერის მიმართულება. ლიკანის მიმართულებაზე პრობლემა უკვე აღარ გვაქვს. კრიტიკული ახლა რაც არის, ეს არის პარკი. უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია და ის დღის განმავლობაში სანახევროდ გაიხსნება,“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.ბორჯომის გამგებლის განცხადებით, ქალაქი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან უკვე მოხერხდა ქალაქის ძირითადი ნაწილის გაწმენდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის პროცესი.
სიახლეები
სიახლეები
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...
სიახლეები
ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე
მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...
საზოგადოება
ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს
მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...
საზოგადოება
თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს
ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....