მთავარისიახლეებირეგიონებიბორჯომი ერთდროულად დააზარალა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა

ბორჯომი ერთდროულად დააზარალა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა

Published on

 

 ბორჯომი ერთდროულად დააზარალა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა. უხვი ნალექის გამო დაიტბორა შენობების სარდაფები, პირველი სართულები, ეზოები და ცენტრალური ქუჩები. მოძრაობა შეწყვეტილი იყო ქალაქის რამდენიმე უბნის მიმართულებით.ქარმა ასევე მოგლიჯა ხეები, რამაც გზა ჩახერგა და საჭირო გახდა გზის მეორე მხარეს დარჩენილი ხალხის საგანგებოდ გამოყვანა. მოგლეჯილმა ხეებმა ავტომობილებიც დააზიანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანიც. სტიქიის გამო ასევე დაზიანდა ელექტროსადენები, რის გამოც ბორჯომში 6 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი.განადგურებულია ქალაქის ცენტრალური პარკიც, სადაც მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. შსს-ს თანამშრომლებმა პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე, გოგირდის აბანოებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბორჯომის შემოგარენშიც, სადაც ჩამოტანილი ქვა ღორღისა და წაქცეული ხეების გამო, ჩაიკეტა ბორჯომი-ბაკურიანის ცენტრალური გზა დაბა წაღვერთან, თუმცა მოგვიანებით მოძრაობა ისევ განახლდა.დაზიანებულია სოფლების გზებიც, ხეხილი და ნათესები. სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...