მთავარისიახლეებისამართალიქეთევან ერემაძე-არასწორი მგონია,როდესაც პოლიტიკოსები აიძულებენ მოსამართლეებს უაპელაციოდ იყვნენ თავის მართლების რეჟიმში

ქეთევან ერემაძე-არასწორი მგონია,როდესაც პოლიტიკოსები აიძულებენ მოსამართლეებს უაპელაციოდ იყვნენ თავის მართლების რეჟიმში

Published on

პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ თავი ჩაიყენონ პრაქტიკულად თავის მართლების რეჟიმში , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ განუცხადა, რითაც მათი მისამართით პოლიტიკურ წრეებში გაკეთებულ შეფასებებს უპასუხა.
„პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ თავი ჩაიყენონ პრაქტიკულად თავის მართლების რეჟიმში. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა, მოსამართლეები გავივლით ერთმანეთთან კონსულტაციებს, განვიხილავთ ყველა საკითხს, თუ კიდევ დარჩა კითხვის ნიშნები. კონკრეტულმა მოსამართლეებმა გავავრცელეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და რატომღაც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა საკმარისი, თუმცა, როგორც ჩანს, კითხვები დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ, ამიტომ შევეცდებით ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...