მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიის გაზე გაუჩინარებული გერმანელი ბიზნესმენის ქალიშვილმა ენგურის ხიდთან აქცია...

მესტიის გაზე გაუჩინარებული გერმანელი ბიზნესმენის ქალიშვილმა ენგურის ხიდთან აქცია გამართა

Published on

23 დღის  წინ მესტიისკენ მგზავრობისას დაკარგული 65 წლის ბიზნესმენის   ქალიშვილმა, ვიქტორია  სერდაკოვსკამ  ოჯახის წევრებთან ერთად დღეს ენგურის  ხიდთან    აქცია გამართა, იგი სამართალდამცავი ორგანოებისაგან გამოძიეების დაჩქარებას მოითხოვს. ამასთან   დახმარების თხოვნით  მიმართავს მოსახლეობას, მიაწოდონ ოჯახს ამ საქმესთან შესაძლო  კავშირის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია, რისთვისაც ფულად ჯილდოს პირდება. სერდაკოვსკამ აქციის ადგილზე გამოაკრა ბანერები მამის ფოტოთი და ოჯახის  საკონტაქტო ნომრებით.
დაკარგულის შვილი  ამბობს, რომ ბევრი კითხვა მამამისის საქმეში პასუხგაუცემელია. 
.„არავინ იცის როგორ დაიკარგა, ის უბრალოდ გაუჩინარდა. და კვალიც არსად ჩანს. ბოლო სატელეფონო კონტაქტი მასთან ჰქონდა მეგობარს, რომელსაც, უთხრა, რომ სამ საათში მესტიაში იქნებოდა, სადაც საქმიანი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, თუმცა იგი მესტიაში არც დათქმულ დროზე და არც შემდეგ გამოჩენილა. მეგობრებმა მისი ძებნა ღამითვე დაიწყეს,  სამძებრო სამუშაოები დაახლოებით  სამი დღე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოები ენგურჰესის წყალსაცავში ისევ განახლდა. იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა მასახლეობიდან ვინმე თავად შეესწრო ან სხვისგან იცის ამ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და დაგვიკავშირდება'' – აცხადებს სმისლოვის შვილი. .
 
სერგეი სმისლოვის   გაუჩინარებასთან დაკავშირებით   არსებობს სხვა და სხვა ვერსიები, მათ შორის ავტო-საგზაო შემთხვევა, თუმცა ოჯახი გამორიცხავს ამას და ვარაუდობს, რომ  იგი გატაცებულია ფულის  გამოძალვის მიზნით. მათი ინფორმაციით, დაკარგულს ა თან გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა.
 
 სერგეი სმისლოვი საქართველოში 2013 წლიდან იმყოფება,  იგი  სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია და გაუჩინარების დღემდე მეთვალყურეობდა  წყალ-საკანალიზაციო სამუშაოებს რეგიონში .
  
 შსს-ში აცხადებენ, რომ ძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლით , რაც ავტო საგზაო შემთხვევას გულისხმობს.  

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....