მთავარისიახლეებისაზოგადოებაგავიგეთ, გავიგეთ, რომ გიგა ოთხოზორიას ოჯახი საცხოვრებელ სახლს მიიღებს, მაგრამ როდის?

გავიგეთ, გავიგეთ, რომ გიგა ოთხოზორიას ოჯახი საცხოვრებელ სახლს მიიღებს, მაგრამ როდის?

Published on

.მთავრობის გადაწყვეტილებით, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს მიიღებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  გახდა ცნობილი. სხდომაზე საკითხი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გაიტანა.
,,მთავრობა მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს უყიდის, – განაცხადა  სოზარ სუბარმა  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
 
მისი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ქირით ცხოვრობს, სახელმწიფო მისცემდა ბინას ზუგდიდის ცენტრში მშენებარე კორპუსში,  თუმცა ოთხოზორიას ოჯახმა განაცხადა, რომ ურჩევნია კერძო სახლის შეძენა ზუგდიდში.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ აირჩიეს, რომ კერძო სახლს აიღებდნენ, ჩავსვით პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს ცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ექნება მათ მიერვე არჩეული სახლი, ზუგდიდის ცენტრში“, – ეს უკვე მერამდენედ განაცხადა სოზარ სუბარმა.
 
გასაგებია, რომ არსებობს აუცილებელი პროცედურები, მაგრამ გაუგებარია, რატომ გაჭიანურდა ამ საკითხის გადაჭრა აქამდე, მაშინ, როცა მთავრობამ ხურჩის ინციდენტის პირველივე დღეებიდან მისცა პირობა ოჯახსა და საზოგადოებას, რომ საკითხი დაჩქარებული წესით მოგვარდებოდა და რატომ ვრცელდება ეს ინფორმაცია ყოველ ჯერზე ახალივით?   

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...