მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და...

თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა

Published on

თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა , – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა. 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლირდეს. 
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს იყო და დარება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენი მომავალი სამხედრო რეფორმირების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა თავდაცვის უწყება პოლიტიზებული არ იყოს. 
„ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და თავდაცვის სამინისტრო უნდა იყო მაქსიმალურად შორს პილოტიკური დაპირისპირებისაგან.
." საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც, ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა. სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს ის სული ყველაზე მეტად; ის უნდა იყოს ყველასთვის იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს, ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამაში. რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...